ძებნა

საკონტაქტო ინფორმაცია

ყაზბეგის გამზირი 16
0161 თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 2305622; (995 34) 1227122

კომპანია "ბაზალტ ფაიბერს"-ის მიერ ბაზალტის ქეჩის ბაზაზე წარმოებული ბაზალტის სენდვიჩ-პანელები გამოირჩევა პენოპლასტისა და პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებისაგან, მნიშვნელოვანი უპირატესობებით:

1.ფუნქციონირების ტემპერატურა

ა) ბაზალტის ქეჩა     -267 °C  +750 °C;

ბ) პენოპლასტი       -180 °C  +80 °C;

გ) პოლიურეთანი     -40 °C  +100 °C.

2.ცეცხლმედეგობა

ა)ბაზალტის ქეჩა არ იწვის.”ბაზალტ-ფაიბერსის” მიერ დამზადებული 50 მმ სისქის სენდვიჩ-პანელით შექმნილ სასაწყობო სივრცეში ხანძრის შემთხვევაში 300 °C-ზე შენობის გარე კედლის ტემპერატურა მხოლოდ 45°C იქნება!

ბ)პენოპლასტი იწვის და გამოყოფს მგუდავ გაზებს!

გ)პოლიურეთანის წვის რეაქციის მიმართულებები უკონტროლოა და ჩაქრობას არ ექვემდებარება, ანუ მის ბაზაზე დამზადებული სენდვიჩ-პანელებით შექმნილ სასაწყობო სივრცეში ხანძრის წარმოქმნის შემთხვევაში შენობა მთლიანად დაიწვება! 

3.სიმტკიცე ღუნვაზე

ა)ბაზალტ-ფაიბერსის მიერ დამზადებული სენდვიჩ-პანელი შეიცავს ლითონის მილკვადრატების ჩონჩხს შემდეგი სახის დიზაინით-კედლის ორივე მხარეს გრძივად გამყოლი მილკვადრატები 40მმx20მმ ზომით, ხოლო განივად 1მ ბიჯით მილკადრატები 20მმx20მმ ზომით.შესაბამისად შენობის პროექტანტმა უნდა გამოიყენოს ლითონის ამ ელემენტის გრძივ და განივ ღუნვაზე სიმტკიცის პარამეტრები სენდვიჩ-პანელისთვის კედელზე ან სახურავზე საყრდენის ბიჯის გამოსათვლელად.შესაბამისად 6 მ-ზე მეტი სიგრძის ბაზალტ-ფაიბერსის მიერ დამზადებული სენდვიჩ-პანელი არ საჭიროებს ნაკეთობის სისქის მატებას, ანუ 6 მ-ზე მეტი სიგრძის ბაზალტ-ფაიბერსის პროდუქციის ფასი 1 მ2-ზე გადათვლით არ მატულობს!

ბ)პოლიურეთანის და პენოპლასტის ბაზაზე დამზადებული სენდვიჩ-პანელების სიმტკიცე როგორც განივ, ისე გრძივ ღუნვაზე დამოკიდებულია ძირითადად მოთუთიებული ფურცლოვანასგან შექმნილი შენდვიჩ-პანელის გარსაცმის სიმტკიცეზე, ანუ 6 მ-ზე მეტი სიგრძის ასეთი შედგენილობის სენდვიჩ-პანელი საჭიროებს ნაკეთობის სისქის მომატებას (50 მმ-ზე მეტი სისქის გახდება). შესაბამისად 6-ზე მეტი სიგრძის ამ ტიპის სენვიჩ-პანელის 1მ2 ღირებულება მეტი იქნება 6 მ-ზე ნაკლები სიგრძის პროდუქციაზე.  

უმნიშვნელოვანესი უპირატესობა:

ა)"ბაზალტ ფაიბერს"ის მიერ წარმოებული სენდვიჩ-პანელები წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. არ შეიცავს არანაირ ფისებს და წებოებს. 

ბ)მის ბაზაზე შექმნილ სავაჭრო სივცეში მომხდარი ხანძრის შემდგომ არსებული შენობა ფუნქციონირებისთვის ისევ ვარგისი რჩება და დასჭირდება მხოლოდ კოსმეტიკური შეღებვითი სამუშაოები.