ძებნა

საკონტაქტო ინფორმაცია

ყაზბეგის გამზირი 16
0161 თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 2305622; (995 34) 1227122

Capture.PNGბაზალტის დაჭრილი ბოჭკო (ფიბრა) ბეტონის მოცულობითი არმირების საუკეთესო პროდუქტია. კომპანია აწარმოებს ორი სახეობის TurboBuild-ის გამოყენების სფეროების მიხედვით.

 

TurboBuild Despergate

Turbo Build despergate-ის მცირე რაოდენობით, 0.5-3.5 კგ/მბეტონში გამოყენების დროს თავიდან ვიცილებთ არა მხოლოდ ზედაპირული ბზარების წარმოქმნის ნეგატიურ ეფექტს, არამედ თითქმის 3-ჯერ უფრო სწრაფად არის შესაძლებელი ჩამოსხმული ნაკეთობის გამოხსნა ყალიბებიდან (შრობის პროცესის დაჩქარება). ასევე აღმოფხვრავს დაზიანებებს ნაკეთობის გამოხსნისას და მკვეთრად აუმჯობესებს ნაკეთობის ზედაპირის დამუშავების ხარისხს და ვიზუალურ მხარეს. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ტურბობილდის თანაბარი განაწილება ბეტონის მთელ მოცულობაში წარმოქმნის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში სხვადასხვა ტიპის დატვირთვებზე ნაკეთობის მთელ მოცულობაში სტაბილური თანაბარი სიმტკიცის შთამბეჭდავ ეფექტს.

Capture_9.PNG

 

ბზარსაწინააღმდეგო

 

ტორკრეტირება

 

საფასადე ელემენტები

 

TurboBuild Integral

TurboBuild integral შექმნილია ბეტონში, დუღაბში და სხვა ცემენტურ ხსნარებში 3დ-არმირების შესაქმნელად, როგორც საუკეთესო ალტერნატივა სხვა ტიპის ბოჭკოების ჩასანაცვლებლად. იგი წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ქვისგან დამზადებულ ძაფს და მის ბაზაზე არმირებული ბეტონის გადამუშავება უსაფრთხოა და არ საჭიროებს სეპარაციას.

Capture_10.PNG

 

სამრეწველო იატაკები

 

სამშენებლო ნაკეთობები